ავტოავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის მარიამ ჩართოლანი და მისი მამა თორნიკე ჩართოლანი ზუგდიდის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, 4 წლის მარიამის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და მისი თბილისში გადაყვანა ოჯახის წევრების მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში მიმავალი ჯიპის ტიპის ავტომანქანა წალენჯიხის რაიონ სოფელ ლიასთან ამობრუნდა, რომლის დროს 4 წლის ბავშვი ავტომანქანიდან გადმოვარდა.
ავარიის შედეგად დაშავებულია თორნიკე ჩართოლანიც. დაშავებულებს ზუგდიდის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.