ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ახლადშექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესასოციაციიდან აცნობეს, ჯგუფს შპ.ს. "ალტა"-ს გენერალური დირექტორი ირაკლი კაკაბაძე უხელმძღვანეებს.
ასოციაციის ინფორმაციით, ჯგუფის ძირითადი სამუშაო მიმართულება ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციასთან და დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები იქნება.
ჯგუფი ბიზნესასოციაციასა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს , საქპატენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა, რაც დაინტერესებულ პირებს საქპატენტში დაცულ ინფორმაციასთან წვდომის საშუალებას მისცემს. იმავდროულად შესაძლებელი გახდება კონსულტაციების მიღება სასაქონლო და საპატენტო ნიშნების განაცხადის შედგენასთან დაკავშირებით.