"ბეტმენის" მესამე სერიის გადაღებები 2011 წლის აპრილში დაიწყება. ამის შესახებ ორი ოსკარის მფლობელმა, მსახიობმა მაიკლ კეინმა განაცხადა, რომელიც "ბეტმენზე" გადაღებულ წინა ფილმებში ალფრედის როლს ასრულებს.
ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი იქნება. ეს იქნება მესამე ფილმი რომელსაც ადამიან-ღამურაზე გადაიღებენ.
2005 წელს ეკრანებზე გამოვიდა ნოლანის ფილმი "ბეტმენი ორი. დასაწყისი", 2008 წელს "შავი რაინდი", რომელიც წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად აღარეს.
ახალი ფილმი ეკრანებზე 2012 წლის ივლისში გამოვა. მთავარ როლს მასში კრისტიან ბეილი შეასრულებს, რომელიც მთავარ გმირს წინა ფილმებშიც განასახიერებდა.
ამ დღეებში კი მაყურებელს საშუალება აქვს მოლანის ახალი ფილმის "დასაწყისი" იხილოს, რომელშიც მთავარ როლებში მსახიობები ლეონარდო დიკაბრიო და მაიკლ კეინი ასრულებენ.