იანვარ-ივნისში აჭარაში ხორბლის გადამუშავებას ექვსი წისქვილკომბინატი აწარმოებდა. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს "იმპერიალი-2000~-ის, შპს "ორცვა~-ის, შპს "ურეხი~-ის, შპს "ნაშ-3~-ის, შპს "ბარაქა~-ისა და შპს "მიმოზა 777~-ის მიერ წარმოებული 1 კგ ფქვილის ფასი 0,62-0,66 ლარია.
ამ დროისათვის წისქვილკომბინატებში ნაშთად ირიცხება 5 ათას 233 ტონა ხორბალი და 1 ათას 344 ტონა ფქვილი.