2010 წლის პირველ ნახევარში აჭარაში ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქონლის ხორცის ფასი 25 %-ით გაიზარდა და 8,5-9 ლარი შეადგინა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევების მიხედვით, ირკვევა რომ 2010 წლის იანვარ-ივნისში ასევე 36,6 %-ით გაიზარდა შაქრისა და 47%-ით ხახვის ფასები. ნიორის ფასმა მოიმატა 2,2-ჯერ და შეადგინა 6 ლარი.
რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ საანგარიშო წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში, ბოსტნეული კულტურების ფასებმა დაიკლო და სტაბილური გახდა.
შედარებით სტაბილური იყო ბურღულის ლობიოს, შინაური ფრინველის, საკონდიტრო ნაწარმისა და ცხოველური ცხიმის ფასები.