გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში მუსიკალურ ფესტივალზე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" დუისბურგის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ქალაქში მუსიკალურ ფესტივალ "სიყვარულის აღლუმზე" რამდენიმე ათასი ადამიანი ჩავიდა. როცა პოლიციამ გამოაცხადა, რომ ფესტივალზე ხალხის სიმრავლის გამო შესვალ უნდა შეეწყვიტათ ღონისძიებაზე მსურველებს შორის ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-მდე დაშავდა, აქედან დაახლოებით ათმა სერიოზული ტრამვები მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა გარდაცვლილების ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა.