ორი თვის წინ ოკუპანტების მიერ გატაცებული ექვსი ქართველის ნათესავებმა და თანასოფლელებმა დღეს გორში ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ლამისყანელები აცხადებენ, რომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 ნოემბერს ამოეწურა, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია არც ხელისუფლებას და არც სეპარატისტებს არ გაუვრცელებიათ. კავშირზე არ გამოდიან თავად დაკავებულებიც.
აქციის მონაწილეები დღეს პოლიციის, რაიონის ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა გააქტიურებას მოითხოვდნენ.
შეგახსნებთ, რომ შეშის საჭრელად წასული ექვსი ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ორი თვის წინ სოფელ ლამისყანის ტყეში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.