2010 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქსტატიდან აცნობეს, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე თურქეთი იყო, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 496 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს 299-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვით აზერბაიჯანი იკავებს, ხოლო მესამეს უკრაინა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2951 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 721 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2231 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ივნისში 1510 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (3 პროცენტით მეტი).