აზერბაიჯანი და საქართველო კომუნიკაციის სფეროშიც ითანამშრომლებენ. უახლოეს მომავალში სქართველო და აზერბაიჯანი "ტრანსნაციონალური ევრაზიური საინფორმაციო სუპერმაგისტრალის" პროექტის შექმნაზე დაიწყებენ მუშობას.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვატო ლეჟავამ განაცხადა, საუბარია შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანაზე.
თუ რა დაუჯდება ორივე მხარეს კონკრეტული პროექტის განხორციელება ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც ამ დროისათვის პროექტის დასრულებული ვარიანტი არ არსებობს.