დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-ივნისში 945 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 25 პროცენტით მეტი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქსტატიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 273 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (52 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 672 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2009 წლის იანვარ-ივნისში - შესაბამისად 30, 35 და 29 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2009 წლის იანვარ-ივნისში ასევე - 27 პროცენტი).
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2951 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 721 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2231 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ივნისში 1510 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (3 პროცენტით მეტი).