2010 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 771 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია;
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქსტატიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 137 მლნ. აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 634 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 19 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2009 წლის იანვარ-ივნისში - შესაბამისად 27, 22 და 28 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2009 წლის იანვარ-ივნისში - 30 პროცენტი).
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2951 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 721 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2231 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ივნისში 1510 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (3 პროცენტით მეტი).