საფრანგეთი აჭარის საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს. რეგიონში მიმდინარე პროცესების და აჭარის საინვესტიციო გარემოს გასაცნობად საფრანგეთის სავაჭრო ატაშე დანიელ ფატათი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრობდა.
შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ფრანგ ბიზნესმენთა საბჭოს კავკასიის კოორდინატორი.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ასოციაციის თავმდჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლოღლუმ ფრანგ სტუმრებს ასოციაციის სტრუქტურა, მისი ძირითადი მიზნები, და ხედვები გააცნო. ფრანგი ბიზნესმენებმა აჭარაში ინვესტორთა წარმატებული საქმიანობით კმაყოფილნი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ რეგიონში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა.