დღეს, 25 ივლისს, თელავში, ლეგიონის სტადიონზე მოტორბოლა გაიმართება.
მოტორბოლაში მონაწილეობას 5 თელაველი და 25 თბილისელი მოტომრბოლელი მიიღებს. მოტორბოლაზე დასასწრებად თელავში საქართველოს მოტორბოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკა გრიგოლიაც ჩავა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურში განუცხადეს, მოტორბოლაში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდებიან.
„გამარჯვებულებისთვის პრიზები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა დააწესა. მოტორბოლისთვის უკვე მოვაწყეთ ტრასა. ასევე მონაწილეებს უზრუნველვყოფთ მოტოციკლეტების ტრანსპორტირებით.
თელავში მოტორბოლა 15 წლის წინ ტრადიცია იყო, თუმცა მას შემდეგ აღარ ჩატარებულა და ვაპირებთ, რომ მოტორბოლების გამართვას ისევ სისტემატიური ხასიათი მივცეთ", - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ.