დღეს ბაქოში საქართველოსა და რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქების შეხვედრა შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საპარტიარქოს წარმოამდგენელთა განმარტებით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის პატრიარქი საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული კავშირის აღდგენასა და გაღრმავებაზე ისაუბრებენ.
რუსული მხარის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე ქართულ და რუსულ მართლმადიდებლური ეკლესიების ფონზე კონტაქტები ინტენსიურად ვითარდება.
პატრიარქები სავარაუდოდ ისეთ მტკივნეულ საკითხებსაც განიხილავენ როგორებიცაა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის იურისდიქციის საკითხი.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველოს საპატრიარქო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვერ აკონკრეტებს, ნამდვილად შედგება თუ არა დღეს პატრიარქების შეხვედრა.