გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ [პრეზიდენტის პოსტზე] არ განიხილება ჩემი კანდიდატურა და რომ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელმაც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის სახელისუფლებო გუნდიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, უარყო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო.
”მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ არ განიხილება ჩემი კანდიდატურა და რომ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.