თბილისის სააპელაციო სასამართლოსი, ე.წ. ციანიდის საქმეზე, დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდების მხარე დეკანოზისთვის ბრალის დამძიმებას და შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადებას დამატებას ითხოვს.
საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა ის მტკიცებულება წარუდგინა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობას.
„ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა, შურისძიებისა და ანგარების მოტივით. ბუნებრივია, გვაქვს ლოგიკური და კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს და გიორგი მამალაძეს დამნაშავედ ცნობს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი, რომელზეც დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, 31 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის გაასამართლა.