საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვის სამინისტროს ლუგელას ხეობის შესწავლა დაავალა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც უწყების ხელმძღვანელ გოგა ხაჩიძესთან ერთად, დეპარტმანტების ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტის თქმით, ლუგელას ხეობა ანაკლიის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა და მისი შესწვლა აუცილებელია.
"აუცილებელია, ვიცოდეთ ხეობის მონაცემები, ეს არის ანაკლიის გაგრძლება, რომელსაც მოჰყვება რუხის ციხე და სვანეთის მთები", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მესტიაში და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული მინერალური წყელების გამოყენებაზედაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტი და მინერალური წყლები ერთადაა.