უნდა განვავითაროთ შიდა ავიაცია, ავაღორძინეთ აეროპორტები კახეთში, სვანეთში, თუშეთში, სამეგრელოში, ქობულეთში. მეტეოპროგნოზირების კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს მცირე ავიაციის ქსელი საციცოცხლოდ სჭირდება. ვერტმფრენები ძვირი ღირს, ხალხის გადგილებისთვის კი მცირე ვერტმფრენები ძალიან მნიშვნელოვანია.
"მარტო გზების გაკეთება საკმარისი არაა. მცირე ავიაციის ქსელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების კუთხით", _ განაცხადა სააკაშვილმა.