საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები გააკრიტიკა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტროში გამართუილ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ადამიანები იმდენად უხეშები არიან, რომ ინვესტორებს მათთან ურთიერთობის არავითარი სურვილი არ უჩნდებათ.
პრეზიდენტის აზრით, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ხალხის მიერ დაქირავებული მომსახურეები არიან და არა "სკამზე წამოსკუპებული" მოხელეები.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრ გოგა ხაჩიძესთან ერთად, დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.