მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2951 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 721 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2231 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ივნისში 1510 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (3 პროცენტით მეტი).
2010 წლის იანვარ-ივნისში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 26 პროცენტით, ექსპორტი 9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-ივნისში 37 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში.