ხვალ, 24 ივლისს, ფესტივალ "არტ-გენის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
12:00-20:00 საათებში დაგეგმილია ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ზემო სვანეთი: მესტიის ანსამბლი "რიჰო", სოფელ ლატალის ანსამლი "ლატალი"; გურია: ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია"; ვაკიჯვარი: გუჯაბიძეების ოჯახი; ფოლკლორული ანსამბლი "ელესა"; ანსამბლი "იადონი"; ლანჩხუთის ანსამბლი "ხელხვავი"; ჩოხატაურის ქალთა ანსამბლი "მანდილი"; რუსიძეების ოჯახი ჯუმათიდან; ლამარა დოლოძე; ქართლი: ანსამბლი "ქარელი"; გორის ანსამბლი "ლომჭაბუკი"; კასპის ანსამბლი "მზეკაბანი"; ინდივიდუალური შემსრულებელი ნიკოლოზ ფარეხელაშვილი; ქვემო ჭალის კულტურის სახლი; სტუმრები ჩრდილოეთ კავკასიიდან.
21:00-23:00 საათებში ჩატარდება საღამოს კონცერტი "სუხიშვილების" მონაწილეობით.
25 ივლისს, ბოლო დღეს, 12:00-20:00 საათებში, იგეგმება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, უხუცესი შემსრულებლები საქართველოს ყველა კუთხიდან: მესტია: ისლამ ფილფანი და ანსამბლი "რიჰო", ლენტეხი, ჩოლურის თემი: ჯუმბერ მუკბანიანი და ანსამბლი "მიჟე ნარი"; ხარაგაული, სოფელი კიცხი: ანსამბლი "ოდილა"; თელავი, სოფელი ართანა: ანდრო სიმაშვილი და მოწაფეები; გურია: კარლო ურუშაძე და მისი ოჯახი; ხელვაჩაური: უხუცესთა გუნდი "მაჭახელა"; კასპი: ქორო კაციაშვილი.
21:00-23:00 საათებში გამართულ საღამოს კონცერტში მონაწილეობენ "ზუმბა" და "ჩვენებურები" ახალი პროექტით _ "ასტროჯორჯია".
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისიდან ფესტივალმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა. ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში 25 ივლისამდე გაგრძელდება.