საფრანგეთში მყოფი ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო კვირას 8 ნოემბერს, 15:00 საათზე პარიზის მე-3 რაიონის მერიის წინ ყველა მოქალაქეს შეკრებისაკენ მოუწოდებს.
საფრანგეთში მყოფი ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს წარმომადგენელთა განცხადებით, მაშინ, როდესაც ევროპა და მთელი მსოფლიო ბერლინის კედლის დაცემის მე-20 წლისთავს აღნიშნავს, რუსეთის ხელისუფლება ქართულ ტერიტორიაზე კედელს აღმართავს, რათა ამით დაამტკიცოს საქართველოს ნაწილის ანექსია და საფრანგეთისა და ევროპის წინააღმდეგ იმოქმედოს.
„საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვითა სათვისტომო, შOშ რასიზმთან, აღმოსავლეთ ევროპის სახლთან, ჩეჩნეთის კომიტეტთან, სტუდენტურ კონფედერაციასთან, 28 სექტემბრის კოლექტივთან, არტ უკრაინასთან და სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის უამრავ წარმომადგენელთან ერთად, მოგიწოდებთ გააპროტესტოთ საქართველოში "სირცხვილის კედლის" აღმართვა", _ ნათქვამია სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის ფარგლებში იგეგმება სიტყვით გამოსვლები, სააგენტო მანუმის ფოტოების ექსპოზიცია და ფილმის ჩვენება.