უელსის პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი თაფლობის თვის გასატარებლად ერთ-ერთ ვერსიად თურქეთს, უფრო სწორედ კი კაპადოკიას განიხილავენ.
როგორც თურქული გაზეთი Sabah-ი წერს, იმ ნუსხაში, საიდანაც წყვილი საბოლოო არჩევანს გააკეთებს თურქეთი მეექვსე ნომრადაა ჩაწერილი.
აღსანიშნავია, რომ პრინცის საცოლე ცენტრალურ თურქეთში უკვე ნამყოფია.