ოქროს გლობუსის ორგანიზატორების შემდეგ წლის საუკეთესო კინონამუშევრები ჰოლივუდის კრიტიკოსთა გილდიამ გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია სანტა მონიკაში გაიმართა. დაჯილდოვების ტრიუმფატორი მექსიკელი რეჟისორი - გილერმო დელ ტორო გახდა, ფილმისთვის "წყლის ფორმა." ნამუშევარმა წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. კრიტიკოსთა რჩეულები წლის საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში გარი ოლდმანი და ფრენსის მაკდორმანდი გახდნენ.