თუ პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ვეტოს გამოიყებებს მას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით ისედაც ამ მწირ ბაზარზე დამატებითი მოთამაშე კერძო მაუწყებლებს ნამდვილად არ სჭირდებათ და დგებიან არათანაბარ პირობებში, ვინაიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელს გარანტირებულად აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება და არც თუ ისე მცირე. პრეზიდენტის ვეტო არც თუ ისე მძიმეა, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ცვლილებების ამ სახით მიღებას და თუ იგი გამოიყენებს ვეტოს, რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დავუჭერთ,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტს სამი დღე რჩება. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი 22 დეკემბერს დაამტკიცა.
ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.