ცხინვალის დეფაქტო ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის ბოდიში მოიხადოს. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მისცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე წავიკითხე თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება, რომელიც ამავე დროს ბოსნია ჰერცეგოვინაშიც არის საქართველოს ელჩი. ჩემს ვიზიტზე სერბთა რესპუბლიკაში მწვავედ რეაგირებენ, მაგრამ ამის ნაცვლად, უმჯობესია ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რაც ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და ამის შემდეგ ილაპარაკონ,“-აცხადებს ბიბილოვი.
სერბთა რესპუბლიკა, რომელმაც 1992 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1995 წლის დეიტონის შეთანხმებით ბოსნია ჰერცეგოვინის ნაწილი გახდა. რესპუბლიკას ბიბილოვი მიმდინარე კვირას სტუმრობდა.