მოსკოვში, M-1 ვერსიით გამართულ უნივერსალური ორთაბრძოელების ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი მებრძოლი, გურამ გუგენიშვილი დასავლეთ ევროპის ჩემპიონი გახდა.
24 წლის გურამ გუგენიშვილი ზემძიმე წონაში (93 კილოგრამზე ზევით) ასპარეზობდა და ფინალში რუსი, ალექსანდრ რომაშენკო პირველივე რაუნდში, ანგარიშით 5-0 დაამარცხა.
ცნობისათვის, 195 სანტიმეტრის სიმაღლის, ქართველი ათლეტი, გურამ გუგენიშვილი 110 კილოგრამს იწონის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეა.