აგვისტოს შუა რიცხვებიდან "ეროვნული ფორუმი" მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ. ამიტომ ჩვენ აგვისტოს შუა რიცხვებიდან როგორც თბილისში, ასევე რეგინებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დავიწყებთ და იმ ინიციატივებს გავაცნოთ, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად არის აუცილებელი", - განაცხადა მელაშვილმა.
მისივე თქმით, "ეროვნული ფორუმი" ყველა სახის სცენარისთვის არის მზად, როგორც ხელისუფლებასთან და სხვა ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, ასევე საზოგადოების უფლების სხვა გზებით დასაცავადაც.