საქართველო და აზერბაიჯანი ორმხრივ კომისიას შექმნიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი ბაქოდან იუწყება, ეს გადაწყვეტილება ბაქოში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
კომისია იმუშავებს გზების გამტარუნარიანობისა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს, აზერიბაიჯანული მხრინდა კი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი.
კომისია ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ ქვეყნების პრეზიდენტებთან.
'
ორმხრივ შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საკითხი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და რუსთავი-ბაქოს ავტობანისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხები.
კომისიაში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში დღეს გაემგზავრა.