საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბაქოში იმყოფება. გილაური შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს. შეხვედრები დახრურლ კარს მიღმა მიმდინარეობდა და დეტალები უცნობია.
შეხვედრის შემდეფ საქართველოს-პრემიერ მინისტრმა აზერბაიჯანის გარდაცვლილი პრეზიდენტის ჰეიდარ აილევის საფლავი ყვავილებით შეამკო და ასევე შეხიდების ხეივანი მოინახულა, სადაც სამშობლოსა და რწმენისთვის დაღუპული ადმიანების მემორიალია განთავსებული.
ნიკა გილაური ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში დღეს გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილება.