მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულების ბარისახოში გადასვენებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილების გადასვენება ახლა მიმდინარეობს.
"მაშველები ამ წუთებში მდინარეში გელა დაიურის შვილის ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ დინებამ წაიღო", - განაცხადა ჩოჩელმა.
შეგახსენებთ, რომ მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, მოცურდა და ხევში გადავარდა. სამართალდამცავთა განცხადებით, ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შესძლო. გადარჩენილია შატილის თემის საკრებულოს დეპუტატი გელა დაიაური, რომლის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ. სხვა გარდაცვლილების ცხედრები ნაპოვნი და ამოცნობილია. ავარიის შედეგად გადარჩენილი სამი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებიდან ერთ-ერთის, 24 წლის თეონა ჭინჭარაულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და იგი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი. დანარჩენ ორ დაშავებულს კი ამბულატორიული დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.