თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ ვ.ო-ს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ედებოდა დამამძიმებელ გარემოებებში მოხუცის მ.ა-ს მკვლელობაში. სასამართლოს ინფორმაციით მკვლელობა ანგარების მიზნით მოხდა. ვ.ო-ს მკვლელობის გარდა ბრალი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასა და თაღლითობაში.
გამოძიების ინფორმაციით, ვ.ო-მ 2008 წლის მარტში საკუთარი ქორწინების მოწმობაში ჩანაწწერები შეცვალა და დაამზადა ა.ბ-ს და მ.მ-ს ქორწინების ყალბი მოწმობები. მანვე გაიცნო და დაიახლოვა მარტოხელა მოხუცი მ.ა და მისი ბინის დაუფლების მიზნით მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მოხუცი ნაჭრით დაახრჩო. გვამის მოშორების მიზნით განსასჯელმა ის თოკით შეკრა, მოათავსა ჩანთაში დასაკანალიზაციო არხში გადააგდო.
თავად ვ.ო-მ კი გარდაცვლილის პირადობის მოწმობით ისარგებლა მ.ა-ს კუთვნილი ბინა სხვა პიროვნებას მიყიდა. გარდა ამისა, ვ.ო-მ გარდაცვლილის პირადობის მოწმობის გამოყენებით მიითვისა მისი პენსია და აიღო საპენსიო კრედიტი, რითაც თაღლითურადდაეუფლა 327 ლარს.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და თავი დამნაშავედ სცნო.