„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას უნდა გასაჯაროვდეს.
,,ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს თავი დაიძვრინოს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან. "ევროპული საქართველოს" აზრით, ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ ადევს გრიფი რა თქმა უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ხოლო რაც წარმოადგენს სახელმწიფოსაიდუმლოებას, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ნდობის ჯგუფი, რომლითაც სამწუხაროდ მთავრობა იგნორირებას უკეთებს,’’ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.