შესაძლოა, 2012 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობაზე თბილისმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ნეს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა უეფაში შეიტანოს განცხადება და 2012 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ თემაზე მოლაპარაკება უეფას პრეზიდენტ, მიშელ პლატინისთანაც გაიმართება, რომელიც აგვისტოს დასაწყისში თბილისს ეწვევა.
"ამ ამბავს თან ერთვის ის გარემოებაც, რომ აგვისტოს დასწყისში საქართველოს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეწვევა, და შესაბამისი ოფიციალური პირები მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.