ჟურნალისტთა კავშირი "სხივის" განცახდებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც გამოეხმაურდნენ. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა გაბუნიამ განმარტა, ხვალ დაგეგმილი გამომცემლობა სამშობლოს აუქციონი აღარ შედგება. გაბუნია აუქციონის გადადების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხელმეორედ ჩასატარებელია შენობის აზომვითი სამუშაოები.
"ხვალისთვის დაგეგმილი აუქციონი აღარ შედგება, რადგან ახალმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა რომ საჭიროა განმეორებითი აზომვითი სამუშაობის ჩატარება. როცა ეს სამუშაოები დასრულდება ის აუცილებლად გამოვა აუქციონზე, თუმცა რა ფასად ეს აზომვითი სამუშაობის ჩატარების შემდეგ დადგინდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა სამშობლოს შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს ხვალისათვის დაგეგმილ აუქციონზე უნდა გაესხვისებინა.