საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს ხურავს.
როგორც არხის ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა facebook-ის პირად გვერდზე წერს, მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს.
"სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა", - წერს ქარდავა.
საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.