ხვალ, 23 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის გასხვისებას შეეცდება.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კოსტავას ქ.#14-ში მდებარე შენობა-ნაგებობეი და მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 12 მლნ. დოლარს შეადგენს.
საპრივატიზაციოდ გატანილი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 21 770 კვ.მ-ია, ხოლო მიწის ნაკვეთის - 9 447. აუქციონის ბიჯი 500 000 ლარით განისაზღვრა.
გამოცემლობა "სამშობლოს" შენობა აუქციონზე ერთხელ რამდენიმე წლის წინ გავიდა, თუმაც მაშინ განაცხადების არარსებობის გამო არ გაიყიდა.