დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი კალათბურთის ნაკრების ვარჯიშს სპორტის სასახლეში დაესწრო. ნაკრები თბილისში 20 ივლისს ჩამოვიდა, მანამდე იგორ კოკოშკოვის გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში იყო და უნგრეთში და სლოვაკეთში ამხანაგური მატჩებიც გამართა.
საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 82:90, ხოლო სლოვაკეთთან 72:80 დამარცხდა. ნაკრების თავკაცმა ამხანაგური მატჩები შემადგენლობის შესარჩევად გამოიყენა და თავის გამოჩენის საშუალება თითქმის ყველა მოთამაშეს მისცა.
როგორც ცნობილია, 23-25 ივლისს სპორტის სასახლე თბილისის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები რუმინეთის, უკრაინის და ბელორუსის ნაკრებებთან ითამაშებს. 2 აგვისტოს კი პირველი ოფიციალური მატჩია - სპორტის სასახლეში იგორ კოკოშკოვის გუნდი პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.