ცნობილმა ლატვიელმა პოეტმა იანის როკპელნისმა მოულოდნელი აღიარება გააკეთა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში КГБ-სთან თანამშრომლობდა.
„მე მყავდა ცოლი, მქონდა ოჯახი. ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ „ჩამშვები“ ვიყავი. ამას ვეღარ დავმალავ, რადგანაც სინდისი მაწუხებს. უკვე საკმაოდ მოხუცი ვარ და თუ ინფარქტი ან ინსულტი მომივა, მეცოდინება, რომ ამ ქვეყნიდან სუფთა სინდისით წავალ. ყველაზე მეტად მაინც ჩემი მკითხველი მადარდებს, რომელმაც „ჩამშვებობა“ შეიძლება არ მაპატიოს,“-განაცხადა პოეტმა.