დღეიდან თბილისი - ნიქოზის სარკინიგზო მარშრუტზე ახალი მოდერნიზებული მატარებელი იმოძრავებს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალი მატარებლით დღეს შიდა ქართლის გუბერანტორი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები ნიქოზში ჩავიდნენ.
ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ძველი და არაკომფორტული მატარებელი დადიოდა , რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის გაუმართაობის გამო ნიქოზამდე მისვლას ვერ ახერხებდა.
"დიდი შვებაა ჩვენი მოსახლეობისთის ამ სარკინიგზი გზის აღდგენა. რკინიგზის დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თბილისიდან ნიქოზამდე გადაადგილება შეუფერხებლად მომხდარიყო. მგზავრობის ფასიც სიმბოლურია და 1 ლარი იქნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გზა შემდგომში გაგრძლდება და ცხინვალში ჩაგვიყვანს", _ აღნიშნა ზურაბ არსოშვილმა.
რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით რამდენიმე თვის წინ მოხდა მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მატარებელს ნიქოზამდე მისვლის საშუალება მიეცა. ახალ მატარებელზე მგზავრობის ფასი არ შეცვლილა და ისევ 1 ლარი იქნება.