ქართულ სამშენებლო კომპანიებს საშუალება ეძლევათ 4-5 ნომებრეს საბერძნეთში დაგეგმილ სამშენებლო ფორუმში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "დამსაქმებელთა ასოციაციდან" აცნობეს, ეკოლოგიური სამშენებლო მასალების სფეროში პარტნიორობის ფორუმი ქალაქ სალონიკში ჩატარდება.
5 ნოებერს ფორუმში მონაწილე კომპანიებისათვი მოეწყობა სასწავლო ვიზიტი 2 ბერძნულ, ინოვაციური სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია ISOMATSA-სა და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია DORAL SA-ში.
მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემდეგი პირობებით: სასტუმრო სპეციალური ფასებით (4-5 ვარსკვლავიანი სასტუმრო); ავიაკომპანიის მომსახურებაზე 25%-იანი ფასდაკლება.
აღნიშნული ღონისძიებები გაიმართება შავი ზღვის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების პროგრამის ფარგლებში.