18-21 ნოემბერს საბერძნეთში, სალონიკში "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაცია" გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ბიზნესფორუმს აწყობს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "დამსაქმებელთა ასოციაციიდან" აცნობეს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარტნიორობის პირველი ფორუმი ტუროპერატორებისათვის და ტურისტული სააგენტოებისათვის იმართება.
ფორუმის პარალელურად ჩატარდება 26-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საგამოფენო ცენტრ "ჰილოხენიაში".
გამოფენაში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემდეგი პირობებით: 8 კვმ სტენდი უფასოდ საგამოფენო დარბაზში"Pჰილოხენია"; სასტუმრო სპეციალური ფასებით (4 ვარსკვლავიანი სასტუმრო); ავიაკომპანიის მომსახურებაზე 25% -იანი ფასდაკლებით.