დღეს, 22 ივლისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N29, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 190 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.50%-ით, მაქსიმალური 6.68%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.52%-ით განისაზღვრა.