დღეს, 22 ივლისს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N29, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.42%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.19%-ით განისაზღვრა.