სს "საქართველოს ბანკმა" (LSE: BGEO GSE: GEB), საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, რომ " Western Union"-ის გათამაშების "შემიძლია მოვიგო ჩემი საოცნებო მანქანა? - დიახ!" ფარგლებში, პირველი გათამაშების მთავარი პრიზის, ავტომობილი " Hyundai Getz "-ის მფლობელი, ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი გახდა. გამარჯვებულს მოგებული ავტომობილი გადაეცემა 16 აგვისტოს.
"Western Union"-ის პირველი გათამაშება, "შემიძლია მოვიგო ჩემი საოცნებო მანქანა? - დიახ!" 2010 წლის 1 ივნისიდან, 2010 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 2010 წლის 16 ივლისს ჩატარდა პირველი გათამაშება, მომდევნო რიგით მეორე გათამაშება ჩატარდება 2010 წლის 16 აგვისტოს, ხოლო მესამე და ბოლო გათამაშება ჩატარდება 2010 წლის 16 სექტემბერს. ყოველ ჯერზე გათამაშდება ავტომობილი "Hyundai Getz"-ი.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია გზავნილების მიმღებ და გამგზავნ მომხმარებელს. ყოველი პირი, რომელიც ისარგებლებს "Western Union Money Transfer"-ის ფულადი გზავნილების მომსახურებით, როგორც თანხის გამგზავნი ან მიმღები პირი, მიიღებს ოპერატორისაგან "Western Union Money Transfer"-ის ნიშნით აღნიშნულ პრომო კუპონს. მოგებული კუპონების იღბლიან მფლობელებს გადაეცემათ ჯილდოები.
"Western Union"-ის სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემით სარგებლობა "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის ცენტრშია შესაძლებელი. სისტემით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში. თანხის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია აშშ დოლარში, გზავნილებისათვის საჭიროა სულ 10-15 წუთი.