გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ყვარელის რაიონში დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.
ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდინარე ინწობზე ნაპირსამგრი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მდინარის მარცხენა სანაპიროზე აღდგენილია 160 მეტრი სიგრძის ორიარუსიანი გაბიონი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 95 000 ლარამდე დაიხარჯა.
წლების განმავლობაში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნიდა საავტომობილო გზას, ასევე იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
გოგა ხაჩიძე მიმდინარე და დასრულებულ ნაპირსამაგრ სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მოინახულებს.