საქართველოს დროშით მცურავი გემის " AISI "-ს კაპიტანმა მალხაზ ვარშანიძემ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმა 65 000 ლარი გადაიხადა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული გემის კაპიტანს მალხაზ ვარშანიძეს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ბათუმის პორტის 9 ნავმისადგომთან, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, საქართველოს დროშით მცურავი გემი " AISI " დააკავეს