2011 წლისთვის, არაბთა გაერთიანებული საემირატოების წარმომადგენელი კომპანია RAKIA, ფოთის პორტის აქციათა ნაწილს საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გამოიტანს.
შესაბამისი განცხადება კომპანიის მთავრმა აღმასრულებელმა მენეჯერმა, ხატერ მასაადმა გააკეთა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
RAKIA -ს წარმომადგენელს კონკრეტული თვე და რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა მისი თქმით, აქციათა განთავსება აუცილებლად 2011 წელს მოხდება.
როგორც ცნობილია, არაბმა ინვესტორებმა ფოთის პორტი და მისი მიმდებარე 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინეს, იმისათვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განევითარებინათ.
ამ ეტაპზე არ ხმაურდება თუ საკუთარი წლის რამდენი პროცენტის განთავსებას აპირებენ არაბი ინვესტორები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.