დღეიდან დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთში, სადაც იმართება შავი ზღვის აუზის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დირექტორთა საბჭოს 77-ე შეხვედრა. შეხვედრაზე ბანკის მმართველი რგოლის ახალ წევრებთან (ვიცე-პრეზიდენტი საბანკო სფეროში და ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციების სფეროში) განიხილება შავი ზღვის აუზის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები. დირექტორთა საბჭოს შეხვედრაში ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას იღებს მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSთDB) - შეიქმნა 1994 წლის 30 ივნისს. შტაბ-ბინა მდებარეობს სალონიკში. ბანკის მიზანია რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება