უბედურ შემთხვევას ლაგოდეხის რაიონში ერთი ადამიანი შეეწირა.
უბედური შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა, როცა კახეთის ენერგოდისტრიბუციის სერვის ცენტრის თანამშრომელს გელა ნეფარიძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა დენმა დაარტყა.
41 წლის ნეფარიძე ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების განცხადებით, იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
გელა ნეფარიძე სოფელ ლელიანში ცხოვრობდა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.